შალვა პაპუაშვილი გიორგი ისაკაძეზე: ეს ადამიანი საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. ის გაურიგდა სააკაშვილს და ტყუილ სქემაში მიიღო მონაწილეობა, რომ გაეკოტრებინათ ბანკი „ქართუ“

შალვა პაპუაშვილი გიორგი ისაკაძეზე: ეს ადამიანი საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. ის გაურიგდა სააკაშვილს და ტყუილ სქემაში მიიღო მონაწილეობა, რომ გაეკოტრებინათ ბანკი „ქართუ“

გიორგი ისაკაძე საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. ის გაურიგდა მიხეილ სააკაშვილს და ტყუილ სქემაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნიკა გილაურის მიერ იყო დალაგებული იმისთვის, რომ გაეკოტრებინათ ბანკი „ქართუ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამგვარად ის გამოეხმაურა საკითხს, რომელიც ბიზნესის თავისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაშინების მცდელობას და ამ მცდელობაში იმ ადამიანების მონაწილეობას ეხებოდა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში იყვნენ ჩართულები.

„ამ საქმეში სხვებიც იყვნენ გარეულნი, მათ შორის ნიკა მელიაც იყო გარეული. ამ საკითხზე სასამართლო პროცესიც იყო. მან აღიარა და განრიდება არის ასეთი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომლის წყალობითაც ის არ აღმოჩნდა ციხეში, თუმცა მან თავად აღიარა, რომ ის იყო ბიზნეს რეკეტში ჩართული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ისაკაძე არ იმყოფებოდა ბიზნესმენის შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან და, შესაბამისად, ვერანაირ ინფორმაციას ვერ გამოიტანდა.

„არ ვიცი რა უნდა გამოეტანა იქიდან, სადაც არ იმყოფებოდა. თუკი რამეს ამბობს, ესე იგი ჭორაობს და გასაკვირი არ არის. ამაზე არის აწყობილი მთელი მისი კარიერა. ახლა ეს ადამიანი თავისუფალ ბიზნესზე, რომ საუბრობს სინამდვილეში ორი მომენტია ხომ აქ მნიშვნელოვანი ერთი - ეს არის უტიფრობის და ფარისევლობის პიკი „ნაციონალური მოძრაობის“, როდესაც მკვლელი საუბრობს სიცოცხლის პატივისცემაზე, როდესაც ცენზორი საუბრობს დამოუკიდებელ მედიაზე, ბიზნესის რეკეტიორი საუბრობს თავისუფალ ბიზნესზე და მეორე ეს არის ის შეთვლა იმ ძალებისგან, რომლებიც მართავენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას მთლიანად, ეს არის შეთვლა ბიზნესისთვის ზუსტად ისაკაძის პირით, რომ ვაკეთებთ შავ სიას და ეს ვებგვერდი, რომელიც შედგა არის ჩვეულებრივი დასახვრეტების სია, შავი სია, რომელიც მათ შეადგინეს. ვინც ეთანხმებით თქვენ დაგინდობთ, ვინც არ ეთანხმებით თქვენს წინააღმდეგ ვიქნებით კი არა, დაგხვრეტთ, დაგაპატიმრებთ, რასაც იმუქრებიან ხოლმე“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბულდოზერით გადაუვლიან თითოეულ იმ ბიზნესს, რომელიც მათ ე.წ. ხაზში არ იქნება. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს გააცნობიერა ყველამ 26 ოქტომბერს.

„რა ჰგონია ამ ხალხს? მანახეთ ერთი საღად მოაზროვნე რომელიმე უცხოელი, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, რომ გააკეთოს ამისი პროეცირება, როგორ წარმოუდგენია როგორ მისცემს ან ბიზნესი, ან მოქალაქე ხმას იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლისგანაც ასი პროცენტით გარანტირებულად იცის, რომ მიადგებიან იმ ტელევიზიებს, რომლებსაც არ ეთანხმებიან. „იმედზე“ რომ დააანონსა ახლა ერთ-ერთმა „ჟურნალისტმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენზორმა, ბატონმა პაიჭაძემ ახლა რომ თავისუფალ მედიაზე საუბრობს დააანონსა, რომ ბულდოზერით მისადგომები არიანო, ბულდოზერით უნდა გადაუაროთ „ტელეიმედსო“ და მის თანამშრომლებსო და ასევე ტყავის ლაბადებით და მაუზერით მიადგებიან ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. აი ეს არის, რაც უნდათ, რომ ჩვენში დაამკვიდროს „ნაციონალური მოძრაობის“ აი ამ დიდმა „ბაბლმა“, რომელიც მათ გარშემო ჰყავთ თავისი სხვადასხვა პარტიებით და იმ უცხოელებმა, რომლებიც ხელს ართმევენ შემდეგ ამ ადამიანებს, რომლებიც აანონსებენ ბიზნესის რეკეტს, მედიის დახურვას. ამას რომ აანონსებენ შემდეგ გამოვა ვიღაც უცხოელი და იტყვის, რომ ეს არის პროევროპული ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.