ლორთქიფანიძე მერეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვს

ლორთქიფანიძე მერეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვს

 ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე მერეთში მომხდარ ინციდენტის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და იმ პირების დასჯას მოითხოვს ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა.

from.ge-სთან საუბარში ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მერეთის ინციდენტი იმის სიგნალია, რომ ხელისუფლება აქტიურ პროვოკაციულ მოქმედებებზე გადავიდა

„ეს არის ერთგვარი დასაწყისი-უვერტიურა ფართომასშტაბიანი პროვოკაციების, რასაც ხელისუფლება მიმართავს. სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. იმიტომ, რომ გორის რაიონის სოფელ მერეთში,სადაც ეს პროვოკაცია დაიგემა და ხელისუფლების მიერ განხორციელდა 400–450 კომლი ცხოვრობს, ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად კი 300–ზე მეტი ადამიანი გავიდა. ამ შეხვედრის პროცესში გორიდან მოყვანილი „ზონდერ ჯგუფების“ მიერ ფიზიკური ძალის გამოყენება და მოქალაქეებზე ძალადობის მუქარის განხორციელება მოხდა,  რაც არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ხელისუფლება არ ჩქარობს გამოავლინოს ამ ინციდენტის კონკრეტული პროვოკატორები, აღმსრულებლები და ორგანიზატორები“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.