ახალი ჰოლივუდური რომანი: სკარლეტ იოჰანსონი + ბრედლი კუპერი (VIDEO)

ახალი ჰოლივუდური რომანი: სკარლეტ იოჰანსონი + ბრედლი კუპერი (VIDEO)

როგორც ჩანს, ჰოლივუდში ახალი რომანი იწყება.  ცნობილი მსახიობის სკარლეტ იოჰანსონისა და მისი კოლეგის ბრედლი კუპერის ურთიერთობა მეგობრულ ჩაროებს სცდება.

როგორც ამბობენ, მათ ურთიერთობაში, ჩნდება მინიშნებები, რომლებიც წყილის რომანტიულ გრძნობებზე  მეტყველებს.

სკარლეტი და ბრედლი 2009 წელს ერთად მუშაობდნენ ფილმზე „დაპირება არ ნიშნავს დაქორწინებას“, მაშინ წყვილს სასიყვარულო ურთიერთობების გაბმაზე არ უფიქრია, მაგრამ   როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ერთმანეთში „რაღაც“  მაინც აღმოაჩინეს.

ჟურნალისტებმა წყვილი რომანტიულ გარემოში, რესტორან Bel Air-ში შენიშნეს,  ვახშამმა წითელი ღვინის თანხლებით ჩაიარა, მათ ქცევებში კი ფლირტის ელემენტები აშკარად იგრძნობოდა.

სკარლეტი მშვენიერ ხასიათზე  იყო და ბედნიერი ჩანდა. ბრედლი კი,  ულამაზეს მეწყვილესთან თავს მშვენივრად გრძნობდა და მთელი ღამე ჯელნტმენურად იქცეოდა.

ბრედლი კუპერი არ არის პირველი კანდიდატი სკარლეტ იოჰანსონის შეყვარებულის პოზიციაზე. ყვითლ პრესაში მსახობთან  სასიყვარულო ურთიერთობებს ჯოზეფ გორდონ-ლევიტსა და  შონ პენსაც მიაწერდნენ.  ამიტომ, ჯერ უცნობია, მართლა ეკუთვნის თუ არა სკარლეტის გული  ბრედლი კუპერს.  ფაქტი ისაა, რომ ჰოლივუდურ კულვარებში მათ რომანტიულ ურთიერთობებზე უკვე ალაპარაკდნენ.