თურქეთი სირიას აფრთხილებს

თურქეთი სირიას აფრთხილებს

ნატო-ს ექსტრემალური სხდომის წინ, რომელიც სირიის საჰაერო ძალების მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებას ეხება, სირიის სამხედრო ძალებმა კიდევ ერთი თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც მონაწილეობას იღებდა დაღუპული თურქი პილოტების ძებნაში.

თურქეთის ხელისუფლების წამომადგენლის ბიულენტ არინჩის განცხადებით, ანკარა ამ პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტილებას დიდხანს არ დაელოდება.

„დამასკოს ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფოა და ის თავს დაიცავს საერთაშორისო ნორმების მიხედვით“,- განაცხადა არინჩმა.

სირიის ხელისუფლების წარმომადგენლის ჯიხად მაკდისის განცხადებით კი, სირიის მიწაც და სივრცეც წმინდაა და არავის მისცემენ უფლებას ის დაარღვიონ.

„გვინდა ნატო-მაც და ყველამაც გაიგოს, რომ სირიის ცაც და მიწაც ისეთივე წმინდაა, როგორც თურქებისთვის თურქეთის ცა და მიწა“,-აღნიშნა მაკდისმა.