17 სექტემბერს, თბილისის არტ ჰოლში (ცოტნე დადიანის 26) გაიხსნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სეზონი. სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე საბალეტო დასი წარმოადგენს ორმოქმედებიან პროგრამას.
გალა-კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დასის წამყვანი სოლისტები და კორდებალეტი, შესრულდება ნაწყვეტები კლასიკური ბალეტებიდან "გედების ტბა", "დონ კიხოტი", "ჟიზელი", ასევე ჯორჯ ბალანჩინის, ფრედერიკ ეშტონის, გიორგი ალექსიძის, იური პოსოხოვის ქორეოგრაფიული მინიატურები.
გალა-კონცერტში წინ ტრადიციულად ახალ სეზონს გახსნის ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე ქალბატონი ელვირა პიეტრაროია სანდალი. ვახტანგ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებს გადაეცემათ სახელობითი სტიპენდიები.
გალა-კონცერტი თბილისი "არტ ჰოლში" პირველად იმართება. ამ ახალგახსნილ კულტურულ დაწესებულებაში საბალეტო სეზონის გახსნა პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.