ნაციონალები სენაკის მაჟორიტარად გურამ მისაბიშვილის კანდიდატურის წარდგენას გეგმევენ. ამის შესახებ from.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
გურამ მისაბიშვილი სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორია და ის ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი უკვე იყო, თუმცა, მას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
გურამ მისაბიშვილს საბჭოთა პერიოდში პარტიულ თანამდებობობზე მუშაობის საკაოდ დიდი სტაჟი აქვს. ის ცხაკაიას მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის ადმინისტრაციული კომისიის მდივანი და ალკკ ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი იყო.
მოგვიანებით მისაბიშვილი სენაკის N2 ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო, შემდეგ კი სენაკის სამრეწველო–კომერციული ფირმა "ხანდას" პრეზიდენტი.
გურამ მისაბიშვილი 2002 წლიდან 2008 წლამდე სენაკის გამგებელად მუშაობდა.