ავღანეთის პოლიციამ ქაბულის გარეუბანში თალიბების სასტუმროზე თავდასხმის შედეგად, ტყედ აყვანილი 18 ადამიანის გათავისუფლება შეძლო, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. ვრცელდება ინფორმაცია ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებაც, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ ზუსტდება.
ყუმბარებით და „სასიკვდილო ქამრებით“ შეიარაღებული თალიბები ცნობილ კარგას ტბასთან მდებარე სასტუმროს შუაღამისას დაესხნენ თავს, დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები და რამდენიმე საათის განმავლობაში ქალები და ბავშვები ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. ისლამისტების დაჯგუფებამ თავის თავზე აიღო მომხდარის პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ მათ სამიზნეს „მდიდარი უცხოელებისა და იმ ავღანელების განადგურება წარმოადგენდა, რომელიც მუსულმანებისთვის წმინდა პარაკევს გარყვნილ საღამოებს აწყობდა“,-აცხადებენ თალიბები.