კოალიცია

კოალიცია "ქართული ოცნების" საგანგებო განცხადება

პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტიურობის ხელშეშლაში ედება ბრალი.

From.ge  „ქართული ოცნების“განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადის შემდეგ, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს პოლიტიკაში მისი მონაწილეობა და ამაში არა ერთი სახელისუფლებო ინსტიტუტი ჰყავს ჩართული:  პარლამენტი, რომელმაც გარდა იმისა, რომ სპეციალურად ბიძინა ივანიშვილს მიუსადაგა კანონმდებლობა, კონტროლის პალატის დაქვემდებარებაში შექმნა ფინანსური მონიტორინგის სამსახური, და სასამართლო, რომელიც მორჩილად და მყისიერად იღებს ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს.

თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ, ყველასთვის ცხადი გახდა, როგორი მხარდაჭერა აქვს  კოალიციას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა წინ აღუდგეს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ფინანსური რესურსების გადაკეტვით შეაჩეროს მისი პოლიტიკური აქტიურობა.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამ ბოლო დღეებში მრავალი მხარდამჭერი გამოეხმაურა, რომლებმაც  სურვილი გამოთქვეს, თავად დააფინანსონ და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში. „ქართული ოცნების“  მხარდამჭერები კოალიციას სთხოვენ საბანკო ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს არა მარტო აქციებზე მოსვლით, არამედ საკუთარი ფინანსური მონაწილეობითაც მხარში დაუდგეს კოალიციას წინასაარჩევნო საქმიანობაში  და ამით თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში.

კოალიცია „ქართული ოცნება“ მადლობას უხდის ყველას ასეთი დიდი ნდობისა და მხარში დგომისათვის და აცხადებს საბანკო ანგარიშსა და რეკვიზიტებს:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"

სს "ბანკი ქართუ"

SWIFT: CRTUGE22

GE51CR0000000004933608

შემომწირველმა უნდა მიუთითოს:

1. სახელი

2. გვარი

3. პირადი ნომერი

შემოწირულობა უნდა განხორციელდეს:

1.    მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული ბანკიდან

2.    მხოლოდ შემომწირველის პირადი ანგარიშიდან