საზღვრის ე.წ.  უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ზაზა თავაძე გაათავისუფლეს

საზღვრის ე.წ. უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ზაზა თავაძე გაათავისუფლეს

ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ზაზა თავაძე გადმოსცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავაძის გათავისუფლების საკითხი მათ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში ჰქონდათ დაყენებული.

ერგნეთში შეხვედრა  ჯერ არ დასრულებულა.