ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოლკლორული ანსამბლ ,,იადონი" - ს 50 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
1968 წელს, საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის გიორგი სალუქვაძის ინიციატივით, გურული სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი
სკოლა გაიხსნა, რომლის კურსდამთავრებულთა ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი ,,იადონი".
საღამოს დასასრულს, ჭადრების ბაღში, ანსამბლ ,,იადონი"- ს ვარსკვლავი გაიხსნა.