ლევან მაჭავარიანი ნანა დიხამინჯიაზე: ესეც იყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება

ლევან მაჭავარიანი ნანა დიხამინჯიაზე: ესეც იყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება და ამ ფაქტს აფასებს, როგორც ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებას.

„ესეც იყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. კონკრეტული კითხვები მიდის ხომ, აი რა გავაკეთე მე რუსული? ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას ხელი მოაწერა წაგებული ომიდან ორ თვეში და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ომის დანაშაულები ეგ რისკებიც და ეგ ყველანაირი ბრალდებაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩახსნა ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის და ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი. მოდი ყველა კარგად დაფიქრდეს ხოლმე, სანამ რაღაც ასეთ ტვინში ჩაკაკუნებულ ფრაზებს გამოიყენებენ, რომ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული 12 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.