ლეგენდარული ფეხბურთელი, რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ფეხბურთელი, რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

რამაზ შენგელია ფეხბურთის დამსახურებული ოსტატი იყო. იგი თამაშობდა ქუთაისის ტორპედოში (1971-76), თბილისის „დინამოში“ (1977-88), შვედეთის კლუბ „ესტერში“ და „ჰოლსმუნდში“ (1989-90).

სსსრ-ის ჩემპიონატში ითამაშა 283 ჯერ, გაიტანა 120 გოლი. სსსრ-ის ჩემპიონი გახდა 1978 წელში. სსსრ-ის თასი აიღო 1979 ში.

თბილისის დინამოს რიგებში აიღო თასთა თასი 1981 წელში. სსსრ-ის საუკეთესო თავდამსხმელი 1981 (გაიტანა 23 გოლი). სსსრ ის საუკეთესო ფეხბურთელი (1978-81). 1977 წლიდან 1981 წლამდე 5 ჯერ ხდება სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. სსსრ-ის ნაკრებში 1979-83 წლებში ითამაშა 26 ჯერ, კაიტანა 10 გოლი. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 1980, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 1982 წელს. ბატონი რამაზი იყო 70-80 წლების საუკეთესო ფეხბურთელი.