ნინოწმინდიდან  მეოთხედ  პარლამენტში  - ენზელ მკოიანი

ნინოწმინდიდან მეოთხედ პარლამენტში - ენზელ მკოიანი

სამი მოწვევის პარლამენტის წევრს ენზელ მკოიანს, ნაციონალები ისევ მაჟორიტარად უკვე მეოთხედ დასახელებას უპირებენ. from.ge–სთან საუბარში ენზელ მკოიანმა დაადასტურა, რომ მას ისევ  ნინოწმინდის რაიონის მაჟორიტარობა სურს.   

მკოიანი პარლამენტის წევრი 1999 წლიდან არის. პარლამენტში მოხვედრამდე იგი, ახალქალაქის სამშენებლო მასალების დამამზადებელი კოოპერატივის "სტროიტელის“  თავმჯდომარის მოადგილე იყო. ასევე მუშაობდა მრავალდარგოვანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ენერგიას” დირექტორის მოადგილედ.