ევროპელი ქალები ქორწინებაზე 40  წლამდე არ ფიქრობენ

ევროპელი ქალები ქორწინებაზე 40 წლამდე არ ფიქრობენ

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საპატარძლოების ასაკი ათი წლით გაიზარდა. XXI საუკუნის დასაწყისში გაორმაგდა იმ ქალბატონების რიცხვი, რომლებიც ოფიციალურად პირველად 40 წლის ასაკში თხოვდებიან. ამასთან ერთად, ასაკოვან პატარძლებს ასაკის კომპლექი სულაც არააქვთ, ისინიც  20 წლის საპატარძლოების მსგავსად არჩევენ ლამაზ საქორწილო კაბას და ნერვიულობენ ქორწილის წინ.

სოციოლოგების აზრით, გვიანი ქორწინების ძირითადი მიზეზი უზომოდ გადატვირთული სამუშაო გრაფიკია. ამ ასაკში ქალები ოჯახის შექმნაზე, მეუღლესა და ბავშვებზე ძირითადად, მშობლებისა და მეგობრების ზეწოლით იწყებენ. კიდევ ერთი მიზეზია რეალობა და ოცნება მათ ილუზიაში არსებულ, იდეალურ მამაკაცზე.

გვიანი ქორწინების  მიზეზი ეკონომიკური არასტაბილურობაცაა: ქალები, რომლებიც ეკონომიკური წინსვლისთვის დამოუკიდებლად ყოფნას ამჯობინებენ, 40 წლის ასაკში იწყებენ ფიქრს მომავალზე  და იმისათვის, რომ უფრო მშვიდად იყონ ცდილობენ ერთგული მამაკაცის სახით მხარდამჭერი იპოვონ.