აშშ-ში 23 წლის ქართველი მოკლეს

აშშ-ში 23 წლის ქართველი მოკლეს

აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში, საქართველოს მოქალაქე,  23 წლის, ბექა ზარდიაშილი მოკლეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბექა ზარდიაშილი მართლმადიდებლური ეკლესიის სტიქაროსანი იყო.

ბექა ზარდიაშვილის თბილისში მცხოვრებ ახლობლებს მკვლელობასთან დაკავშირებით ვერსიები ჯერჯერობით არააქვთ.  მათთვის მხოლოდ ისაა  ცნობილი,  რომ ბექა ზარდიაშვილს აფრო-ამერიკული წარმოშობის ადამიანმა ყელი გამოჭრა.

მომხდარის შესახებ, უკვე ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში. აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან შესული შეტყობინების თანახმად საქართველოს მოქალაქე აშშ-ში მოკლული იქნა შელაპარაკების ნიადაგზე. საელჩოს, ამერიკელი სამართალდამცავებისგან  სხვა ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია

ზარდიაშვილების ოჯახი აშშ-ში, მწვანე ბარათის მოპოვების შემდეგ ცხოვრობს.