კერვალიშვილი ბაღათურიას განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს

კერვალიშვილი ბაღათურიას განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს.

როგორც კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც დასაბუთებული არ არის,  ადამიანის უფლებებს და უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს.

„ასეთი განცახდებები მისასალმებელი არ არის“, – აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.

დღეს "ქართული დასის" ლიდერმა,  დეპუტატმა  ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ პარლამენტს ვიცე-სპიკერი ჰყავს რომელსაც 5 ათასი ადამიანი ფულის მოპარვას ედავება და ის მაინც ვიცე–სპიკერია.

ბაღათურიას დღეს ვიცე–სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის გვარი არ დაუსახელებია, თუმცა, ის იგულისხმა.