რუმინეთის პრემიერ-მინისტრს დისერტაციის მითვისებაში ადანაშაულებენ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრს დისერტაციის მითვისებაში ადანაშაულებენ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ პონტას წინააღმდეგ სკანდალი აგორდა-მას პლაგიატობაში ადანაშაულებენ. მისი სადოქტორო დისერტაციის, რომელიც   სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  ეძღვნება  და  რომელიც პრემიერ-მინისტრმა 2003 წელს ბუქარესტის უნივერსიტეტში დაიცვა, ნახევარზე მეტს პირველწყარო მითითებული არ აქვს. პონტას სადოქტორო ნაშრომი 2004 წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა. 2010 წელს ნაშრომი საერთაშორისო სამართლის კრებულშიც შევიდა.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფს და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

შეგახსნებთ, 2012 წლის აპრილში ანალოგიური ბრალდებით თანამდებობიდან გადადგა უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიდტი. გასულ წელს გერმანიის თავდაცვის მინისტრ კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგსაც მოუწია თანამდებობის დატოვებამ და დოქტორის ხარისხათან გამოთხოვებამ.