„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონსულტაციები არა ივანიშვილთან არამედ, ბურჯანაძესთან აქვთ.
კუკავა განმარტავს, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ და მთელ ოპოზიციური სპექტრთან მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ, შეთანხმების მისაღწევადა მზადაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამჯერად მჭიდრო კონსულტაციები „დემოკრატიულ მოძრაობა ერთიანი საქართველოსთან“ მიმდინარეობს.
„კონსულტაციებს ნინო ბურჯანაძეთან აქტიურად ვაწარმოებთ და სავარაუდოდ თვის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას საბოლოოდ დააფიქსირებს, მათი ალიანსის შესახებ გადაწყვეტილებაც მას შემდეგ გახდება ცნობილი. თუ სახალხო წარმომადგენლობითი კრება და მათ შორის ბურჯანაძე, ბიძინა ივანიშვილთან რაიმე ფორმით ითანამშრომლებს, თუნდაც საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდებიან, ეს კომპლექსურად მოხდება“, - განაცხადა კუკავამ.