ლეონიდ ლაკერბაია: შესაძლებელია, საქართველოს გარეშე აფხაზეთსა და ჩეხეთს შორის კონტაქტები დამყარდეს

ლეონიდ ლაკერბაია: შესაძლებელია, საქართველოს გარეშე აფხაზეთსა და ჩეხეთს შორის კონტაქტები დამყარდეს

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა ივან იესტრჟაბიმ და  და მის მოადგილემ მიროსლავ კოზეკოვმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრები გამართეს აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან ლეონიდ ლაკერბაიასთან. 

 ლაკერბაიას განცხადებით, კარგი იქნებოდა ჩეხეთის დელეგაცია მანამდე ჩამოსულიყო აფხაზეთში, სანამ ნეიტრალური პასპორტების საკითხი გადაწყდებოდა, თუმცა შეხვედრების შემდეგ, შესაძლებელია,  აფხაზეთსა და ჩეხეთს შორის საქართველოს გარეშე კონტაქტები დამყარდეს.

 „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეცნო ჩვენი დამოკიდებულება ევროპულ ქვეყნებთან და მთლიანად ევროკავშირთან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სხვა შესაძლებლობები არ გვაქვს, ასეთი შეხვედრები უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება შემდგომ ურთიერთობებს, შესაძლებელია აფხაზეთსა და ჩეხეთს შორის საქართველოს გარეშე კონტაქტები დამყარდეს...ჩეხეთი იაპონიის შემდეგ მეორე სახელმწიფოა, რომელმაც სცნო ე.წ ქართული ნეიტრალური პასპორტები. მე ვთქვი, რომ  კარგი იქნებოდა ჩეხეთის დელეგაცია მანამდე ჩამოსულიყო აფხაზეთში, სანამ ნეიტრალური პასპორტების საკითხს მიღებდნენ, შესაძლებელია ის არც მიეღოთ“,-განაცხადა ლაკერბაიამ.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ივან იესტრჟაბი და  და მისი მოადგილე მიროსლავ კოზეკოვი ხუთდღიანი ვიზიტით სოხუმში იმყოფებიან.