არჩილ კბილაშვილი:  ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი  საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან იქნება განხილული

არჩილ კბილაშვილი: ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან იქნება განხილული

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ადვოკატების ჩართვა მნიშვნელოვანია და  ეს  დიდწილად ივანიშვილის სასარგებლოდ იმოქმედებს.

„თუკი ახლა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ქართულ სამართლებრივ სივრცეში განიხილება, უკვე ეს საკითხი საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან იქნება განხილული.  დღეს თუ შეფასებები მისი მოქალაქეობის ჩამორთმევის პოლიტიკური ხასიათთან დაკავშირებით კეთდება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ, მომავალში  სამართლებრივი შეფასებებიც  არამხოლოდ ქვეყნის შინგით სამართლის  პოზიციებიდან არამედ, საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან გაკეთდება“, - განაცხადა კბილაშვილმა.

კბილაშვილის განცხადებით,  ეს განამტკიცებს პოზიციას, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერისადმი მოქალაქეობის ჩამორთმევა  პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელი  იყო.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანშვილისადმი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ფანჯიკიძის განცხადებით, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, საქმეში მალე საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალები გამართლების საფუძველს იძლევა.