ნიკოლა სარკოზის ციხე ემუქრება?

ნიკოლა სარკოზის ციხე ემუქრება?

საფრანგეთის  ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის  და მისი უახლოესი თანამებრძოლის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბრის ორტეფეს წინააღმდეგ, „ყარაჩის საქმესთან“ დაკავშირებით,  საქმე  აღიძვრება.  მათ ბრალად ედებათ „გამოძიების საიდუმლოების გამჟღავნება“ და „გამოძიებისთვის ხელის შეშლა“, რის შედეგადაც 2002 წელს პაკისტანში ფრანგი სპეციალისტები დაიღუპა.  საქმე დაღუპული ფრანგი სპეციალისტების ოჯახებმა აღძრეს. სარკოზისა და ორტოფეს გარდა, ყოფილი პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ფრანკ ლუვრიეცაა დანაშაულში ეჭვმიტანილი.

საფრანგეთში უკვე მეათე წელია მიმდინარეობს ე.წ „ყარაჩეიგეიტის“ საქმე. საქმე ეხება 1990-იან წლებში საფრანგეთის მიერ პაკისტანის სამხედრო წყალქვეშა ნავებით მომარაგების საქმეს, რომლის პერიოდშიც დაშვებულ იქნა ფინანსური მაქინაციები. 2002 წლის 8 მაისს ყარაჩში განხორციელდა ტერაქტი, რომლის დროსაც 11 ფრანგი სპეციალისტი დაიღუპა.

საქმის აღძვრა განაპირობა 2011 წლის 22 სექტემბერს ელისეის სასახლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა კომუნიკემ, სადაც წერია, რომ ამ დოკუმენტში „ნიკოლა სარკოზის სახელი არსად ფიგურირებს“. მოსარჩელეთა განმარტებით, საფრანგეთის პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება გამოეთხოვა სასამართლო დოკუმენტაცია ან გასცნობოდა მას, რაც საფრანგეთის კონსტიტუციის 64-ე მუხლითაა აკრძალული.