ვიდეოკამერებმა მამუკა ჯიბლაძე 17 ივნისს სპორტის სასახლესთან დააფიქსირა

ვიდეოკამერებმა მამუკა ჯიბლაძე 17 ივნისს სპორტის სასახლესთან დააფიქსირა

დაკარგული მამუკა ჯიბლაძე 17 ივნისს დაახლოებით 2 საათზე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, ზურა გვენეტაძის განმარტებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, სასტუმრო holiday lnn-ის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. მისივე თქმით, ჯიბლაძე დაკარგულის მეგობარმა ამოიცნო.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის თქმით კი ჯიბლაძე ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ დაფიქსირდა სხვადასხვა კამერაზე.

„ჩვენ გვინდა რომ საბოლოოდ დავადგინოთ და მერე გამოვაცხადოთ საბოლოო პასუხი. ჩვენ ეს დასკვნა ჯერ არ გვაქვს და თავს ვიკავებთ სხვა კომენტარისგან“, - აცხადებს უტიაშვილი.

შეგახსენებთ, მამუკა ჯიბლაძე სახლიდან 11 ივნისს 14:00 საათზე გავიდა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარს უნდა დასწრებოდა, შემდეგ კი მას სამსახურეობრივი სხვა შეხვედრაც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა არცერთ ადგილას ჯიბლაძე არ გამოცხადებულა.

მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ჯიბლაძის ბინაში გამომძიებელიც იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით, ვერსიები არც გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ გააჩნიათ.

მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილსაც უნდა შეხვედროდა.