საქართველოსთვის ფულადი გზავნილების უმსხვილეს წყაროდ კვლავ რუსეთი რჩება

საქართველოსთვის ფულადი გზავნილების უმსხვილეს წყაროდ კვლავ რუსეთი რჩება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 518.16 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%–ით მეტია.

საქართველოსთვის ფულადი გზავნილების უმსხვილეს წყაროდ კვლავ რუსეთი რჩება, საიდანაც 2012 წლის იანვარ-მაისში მთლიანი ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი - 268.86 მილიონი აშშ დოლარი - გადმოირიცხა.

ფულადი გზავნილების სხვა მსხვილი წყაროები არიან: საბერძნეთი - 62.6 მლნ აშშ დოლარი იმავე პერიოდში; იტალია - 44.8 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 32.1 მლნ აშშ დოლარი; უკრაინა - 18.45 მლნ აშშ დოლარი; ესპანეთი - 12.37 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი - 11.56 მლნ აშშ დოლარი; ინდოეთი -6.9 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო - 6.58 მლნ აშშ დოლარი; ისრაელი - 5.8 მლნ აშშ დოლარი; გერმანია - 5.2 მლნ აშშ დოლარი.