ისრაელის ქნესეთის წევრებთან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი არ განხილულა

ისრაელის ქნესეთის წევრებთან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი არ განხილულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ისრაელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრისას  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს  ისრაელის დელეგაციის წევრებმა განუცხადეს.

ქნესეთის დეპუტატი ნინო აბესაძე აცხადებს, რომ საქართველო 16 წლის წინ დატოვა და იმის ახსნა არ სჭირდება თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტერი.

„ამჟამად მე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დეპუტატი ვარ და ერთი რამ ზუსტად ვიცი, სახელმწიფოს კონფესიათა შორის ურთიერთობაში ჩარევა არ შეუძლია. რელიგიურ კონფესიათა შორის ურთიერთობაში დემოკრატიული სახელმწიფო ვერ ერევა”, - განაცხადა ქნესეთის დეპუტატმა ნინო აბესაძემ.

ისრაელში მარტში ვიზიტისას, ბაქრაძემ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი სხვადასხვა დონის შეხვედრებზე დასვა.