iPhone 5 გამჭვირვალეა! (VIDEO)

iPhone 5 გამჭვირვალეა! (VIDEO)

კომპანია Apple- მა წარმოადგინა ახალი ვიდეოროლიკი, რომლის მთავარი გმირია iPhone 5. მას მილიონობით თაყვანისმცემელი, უკვე დიდი ხანია ელოდება.  iPhone 5-ზე, კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.

როგორც ჩანს, სტივ ჯობსმა მსოფლიოს Apple -ის სამუდამო სიყვარული დაუტოვა, მისი გაყიდვების მაჩვენებლები დღემდე კოლოსალურ ციფრებს აღწევს.

რაც შეეხება, iPhone 5 -ის მოდელს მასზე დიდი ხანია ლეგენდები დადის, როგორც  Apple -ის ფანები ამბობენ, ახალი მოდელის დიზაინი 17 წლის ახალგაზრდამ შექმნა. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები სიტუაციით სარგებლობენ და iPhone 5 -ის ირგვლივ დაგროვილ შეკითხვებს, დღემდე არ პასუხობენ.

iPhone -ს ახალი მოდელის მონაცემებსა და დიზაინზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა გავრცელებული ვიდეორგოლით, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. iPhone 5 -ი ნამდვილი სასწაულია. მას ამ განსაკუთრებულ სტატუსს გამჭვირვალობა ანიჭებს. დიახ! iPhone 5  გამჭვირვალეა.  

კორპორაცია არც მისი გამოსვლის ზუსტ თარიღზე საუბრობს, მაგრამ iPhone 5-ის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ მის პრეზენტაციას კომპანია, სტივ ჯობსზე ფილმის პრემიერას დაამთხვევს.

შეგახესენებთ, ავტობიოგრაფიულ ფილმში სტივ ჯობს ეშტონ კაჩერი განასახიერებს და ის ეკრანებზე 2013 წლისთვის გამოვა.