ოსკაროსანი ჟან დიუჟარდენი ოსკაროსანმა სკორსეზემ თავის ახალ ფილმში მიიწვია (VIDEO)

ოსკაროსანი ჟან დიუჟარდენი ოსკაროსანმა სკორსეზემ თავის ახალ ფილმში მიიწვია (VIDEO)

უცხოური პრესის ცნობით, ფრანგი მსახიობი ჟან დიუჟარდენი მიიწვიეს მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში „მგელი ვოლ-სტრიტიდან.“

ფილმი ეკრანებზე 2013 წელს გამოვა. მას ამერიკელი მწერლის ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღებენ. ფილმის სცენარისტია ტერენს უანტერი

თუ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის ჟანი ფილმში შვეიცარიელი ბანკირის როლს შეასრულებს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მთავარ როლს ფილმში ლეონარდო დიკაორიო თამაშობს.

ლეონარდოსა და ოსკაროსანი რეჟისორისთვის ეს ფილმი მეხუთე ერთობლივი ნამუშევარი იქნება.

უცხოური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში სკორსეზე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მას და დიკაპრიოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობენ. „მე და ლეოს განსაკუთებული ურთიერთობა გვაქვს“- აცხადებს რეჟისორი.

რეჟისორისა და მსახიობის დაახლოებაში დიდი როლი რობერტ დე ნირომ ითამაშა. დე ნირომ, რომელიც იშვიათად აქებს ვინმეს, კარგი სიტყვები არ დაიშურა ლეონარდოს მიმართ და მარტინ სკორსეზეს ურჩია მსახიობი თავისთან მიეწვია. მათი თანამშრომლობა წარმატებულად შედგა ფილმ „ნიუ-იორკის ბანდებში“.

ცნობილია ისიც, რომ „მგელი ვოლ-სტრიტიდან“-ში ითამაშებენ მსახიობები - ჯონ ჰილი და კაილ ჩანდლერი.

ჯან დიუჟარდენს ყველაზე ცნობილი როლი მიშელ ჰაზანავიჩუსის 5 ოსკარის მფლობელ  ფილმში „არტისტი“ ჰქონდა.  გასულ წელს, ჟანმა ამ ფილმით ოსკარი „საუკეთესო მამაკაცის როლის“ ნომინაციში მიიღო.