კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია სიმართლეს არ შეესაბამება. ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვლევები, რომელიც ორი სამი თვის წინ ჩატარდა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ თბილისის მაჟორიტარების ვინაობა გამხდარიყო ცნობილი.
მისივე თქმით, დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან სწორედ ამ კვლევებზე ისაუბრა, რაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ სხვაგვარად გააშუქა.
„ორი თუ სამი თვის წინ ჩატარებული კვლევები არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა დასახელებულიყო. რაც იმას ნიშნaვს, რომ კვლევა არის მაჟორიტარების დასახელების ერთ ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი. ასევე იმ მომენტისთვის ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ის, რომ შეიქმნებოდა ახალი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და სცენაზე გამოჩნდებოდა ბევრი ახალი და საინტერესო სახე“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.