საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე ირანის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, 2013 წლიდან ირანის პრეზიდენტი პოლიტიკაში დარჩება თუ არა, საქართველო ირანთან კარგ ურთიერთობას მაინც შეძლებს.
„ირანი ჩვენი ერთ-ერთი დიდი მეზობელი სახელმწიფოა, რომელთანაც არა გამორჩეულად, მაგრამ ზოგადად ყველა მეზობელთან ვცდილობთ, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ვიქონიოთ. ერთბაშად ირანთან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაგვიღრმავდა ეკონომიკური ურთიერთობები და ჩვენ ნებისმიერ ვითარებაში შევეცდებით, რომ ეს ურთიერთობები შევინარჩუნოთ და როგორც ირანთან, ისე სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ვიქონიოთ“, -განაცხადა კალანდაძემ.