Euronews-ის განცხადებით, მთელი ევროპის გამარჯვებით დამთავრდა საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. გამარჯვება „ ახალმა დემოკრატებმა“ მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთში ევროზონაში რჩება.
ბიულეტენების დათვლის შემდეგ „ახალმა დემოკრატებმა“ ხმათა 29,66% -ი და შესაბამისად 129 ადგილი მიღეს 300-კაციან პარლამენტში, სირიზა-მ კი 26,89%-ის მოგროვება შეძლო და პარლამენტში მხოლოდ 71 დეპუტატის შეყვანას შეძლებს.
„ბერძნებმა თანხმობა უთხრეს ევროზონას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით ევროკავშირში და შესაბამისად, საერთაშორისო კრედიტორებისამი მიცემული პირობების შესრულებას. ჩვენ ამ საკითხს ხელმეორედ აღარ დავუბრუნდებით“,-განაცხადა გამარჯვებული პარტიის ლიდერმა ანტონის სამარასმა და დანარჩენი პარტიის ლიდერებს მოუწოდა გაერთიანდნენ და ერთიანი ძალებით შექმნან მთავრობის ახალი კაბინეტი.