გუშინ, ბერლინში მეტად საინტერესო საფეხბურთო „მატში“ გაიმართა. სტადიონზე ერთმანეთს გერმანელი და დანიელი პორნომსახიობი ქალები შეხვდნენ, შიშველი სხეულებითა და დიდი შემართებით. ნამდვილი თამაშის წინ, სექს-ინდუსტრიის ორმა ნაციონალურმა გუნდმა გადაწყვიტა ერთმანეთთან მეგობრული მატჩი გაემართათ.
მასპინძელმა გუნდმა, საკუთარ მოედანზე გამანაგურებელი დამარცხება განიცადა, დანიელი ქალები ფეხბურთში უფრო გამოცდილები აღმოჩნდენენ და მათ მოწინააღმდეგე, ანგარიშით 13:1 დაამარცხეს.
პორნომსახიობების მწვრთნელი, მათივე ცნობილი კოლეგა პორნომსახიობი ვივიან შმიტი იყო.
გერმანელი პორნომსახიობები ორგანიზებას უკეთებენ შოუს, რომელსაც ისინი Sexy Soccer-ს უწოდებენ და რეგულარულად იწვევენ მასში მეგობარ ქვეყნებს. მაგალითად, 2010 წელს ისინი ავსტრალიის პორნომსახობებთან ერთად თამაშობდნენ. იმ საფეხბურთო შეხვედრის, ერთ-ერთი, მონაწილე პორნომსახიობი კაროლი ბერგერი, რამდენიმე თვის შემდეგ, მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა.
Sexy Soccer-ის მონაწილეებს ყველა საფეხბურთო მატჩზე აცვიათ მოკლე შავ-თეთრი შორტები, და შიშველ ტანზე, მაისურის სახით დახატული აქვთ თავიანთი ქვეყნის ნაციონალური სიმბოლოები. ისინი, არა მხოლოდ ფეხბურთს უკეთებენ რეკლამას, არამედ საკუთარი სხეულის „ღირსებებსაც“ უსვამენ ხაზს.