გურამ მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: ქართველი „კოჭლი იხვი“ ცდილობს იმას, რომ მათ შორის, პატრონების დავალება შეასრულოს და გამოუშვას ისეთი ადამიანები, რომლებიც რადიკალურ პროცესებში გამოადგებათ

გურამ მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: ქართველი „კოჭლი იხვი“ ცდილობს იმას, რომ მათ შორის, პატრონების დავალება შეასრულოს და გამოუშვას ისეთი ადამიანები, რომლებიც რადიკალურ პროცესებში გამოადგებათ

ქართველი „კოჭლი იხვი“ ცდილობს იმას, რომ მათ შორის, მათი პატრონების დავალება შეასრულოს და გამოუშვას ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ გამოადგებათ რადიკალურ პროცესებში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ისე იქცევა, რომ ყოველდღიურად აღიზიანებს ქართულ საზოგადოებას.

„შევახსენოთ ამ „კოჭლ იხვს“, ის, რომ ამდენ ადამიანს იწყალებს, მას ვინ შეიწყალებს 29 დეკემბრის შემდეგ, ამასაც ვნახავთ. ისე იქცევა, რომ ყოველდღიურად აღიზიანებს ქართულ საზოგადოებას. მისი გადასაწყვეტია, მაგრამ 5 დღეში ვნახავთ, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს აქებენ ზურაბიშვილს, როგორ დაესხმებიან თავს. მერე აქედან უკვე ჩვენ ძალიან ღიმილით შევხედავთ მის განცხადებებს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის პროცესში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის გასამართლებული ირაკლი გვაზავა შეიწყალა. ასევე შეწყალებულთა შორის არიან ძმები წულუკიძეები. მათი სახელები არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.