ჯაბა სამუშია: შუახეველი  „ქდმ“-ს ორგანიზაციის  „ქართულ ოცნებასთან“  შეერთება სამწუხაროა, თუმცა დეტალებს არ ვიცნობ

ჯაბა სამუშია: შუახეველი „ქდმ“-ს ორგანიზაციის „ქართულ ოცნებასთან“ შეერთება სამწუხაროა, თუმცა დეტალებს არ ვიცნობ

"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი, ჯაბა სამუშია შუახეველი „ქრისტიან დემოკრატების“ „ქართულ ოცნებასთან“ შეერთებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად ინფორმაციას არ ფლობს.

სამუშია აღნიშნავს, რომ მას ორგანიზაციის საკითხები ეხება და რეგიონებთან დაკავშირებით უშუალოდ, გიორგი თარგამაძეს უნდა დავუკავშირდეთ.

„ორგანიზაციაში მსგავი  არაფერი მომხდარა და არც მოხდება.  პარტიაში კი,  მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ძალიან სამწუხაროა, თუმცა მე დეტალებს არ ვიცნობ. ეს თქვენიდან შევიტყვე, ამიტომ აუცილებელია საქმის კურსში გავერკვე“, - განაცხადა სამუშიამ.

რაც შეეხება,  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარის გურამ ამაღლობელის განცხადებას, რომ „ქდმ“ თურმე ხელისუფლების სატელიტია და ამის გამო, თანამოაზრეებთან ერთად,  კოალიცია „ქართული ოცნებაში“ გადადის, სამუშია იმედს იტოვებს, რომ ამაღლობელის განცხადების კონტექსტი არასწორად გაიგეს.  „იქნებ ამ კონტექსტში არ უთქვამს და ამიტომ აუცილებელია განცხადებას გავეცნო“, - აცხადებს სამუშია.