დავით ბერძენიშვილი: ქართულმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ცივილიზებული, კორექტული ურთიერთობები ისწავლა

დავით ბერძენიშვილი: ქართულმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ცივილიზებული, კორექტული ურთიერთობები ისწავლა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი from.ge (presage.tv) - ის პრესკლუბში სტუმრობისას,  ვერ აზუსტებს  თუ სად იყრის კენჭს,  ჩატარებული სოციალური კვლევების მიხედვით, დიდუბეში თუ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, გურიაში.

„დაველოდოთ ოზურგეთის მიტინგს. მე შეიძლება იმ კატეგორიაში ვიყო, რომელიც კუთხე - კუნჭულს შემოივლის“, - განაცხდა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, მაჟორიტარების ერთი ნაწილი სიაში სათანადო ადგილს დაიჭერს, ხოლო ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქის  გამარჯვების შემთხვევაში, სიით გახდება დეპუტატი.

ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ სოციალური კვლევის შედეგები, ყველა სავარაუდო კანდიდატმა ნორმალურად მიიღო.

„ქართულმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ცივილიზებული, კორექტული ურთიერთობები ისწავლა. მგონი, ეს ქართული ოპოზიციის მონაპოვარია.  მიუხედავად იმისა,  კოალიციაში მყოფი პარტიები როდის ვიყავით ერთად და  როდის ვიყავით ერთმანეთის კონკურენტები, ახლა კოალიციაში ერთმანეთთან ძალიან კარგი პიროვნული ურთიერთობები გვაქვს, რომელიც  პოლიტიკურ კულტურაშია გადაზრდილი.  მე დღეს, ქართული ოპოზიციის წამყანი ძალების პოლიტიკური კულტურით კმაყოფილი  ვარ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.