ნიუ-იორკის, ერთ-ერთ, გალერეაში ხუთი წლის პროფესიონალი მხატვრის აელიტა ანდრეს ახალი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. უფროსები აელიტას ახალი ნამუშევრების გამოფენით, როგორც ყოველთვის, ძალიან დაინტერესდნენ და მათში ათასობით დოლარებიც გადაიხადეს.
ყველაზე პატარა ავსტრალიერლი აბსტრაქციონისტი მხატვარი,- აელიტა ანდრე 2007 წლის 9 იანვარს დაიბადა. ალიტა ცნობილია თავისი სურეალისტური ფერწერის სტილით. გოგონა ავსტრალიის ვიზუალური სახვითი ხელოვნების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია.
აელიტას პირველი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ფერების სასწაული“ 2011 წლის ივნისში ნიუ-იორკში გაიმართა. გოგონა იქამდე, მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა. ავსტრალიელი გალერისტები, როცა იგებდნენ, რომ ნახატების ავტორი წლინახევრის ბავშვი იყო გამოფენაზე უარს აცხადებდნენ. იგივე განმეორდა ამერიკაშიც, ნიუ-იორკში, როდესაც გოგონა უკვე ორწლინახევრის იყო. მიუხედავად ამისა, აელიტას მშობლებმა მაინც მოახერხეს გოგონას ნამუშევრები საზოგადოებისთვის გაეცნოთ. წარმატებამაც არ დააყოვნა.
აელიტას თავბრუდამხვევ წარმატებაზე უკვე ერთი წელია ამერიკული პრესა საუბრობს. აელიტა ავსტრალიელი მხატვრისა და რუსი მუსიკოსის შვილია. ხატვა, მან სიარულზე ადრე ისწავლა. როცა, მშობლებმა შამჩნიეს, რომ პატარა მხოლოდ „ჯღაბნით“ არ იყო გატაცებული და მისი ნამუშევრები ძალიან საინტერესო ჩანდა, რჩევისთვის ექსპერტს მიმართეს. „მან დახედა აელიტას ნახატს და სთქვა: ძალიან მომწონს, მე აუცილებლად მომინდებოდა ამ ნამუშევრის შეძენა!“- იხსენებს აელიტას დედა ნიკა კალაშნიკოვა.
ბავშვის ამ ტრიუმფმა არაერთგვაროვანი დისკუსია გამოიწვია. კრიტიკოსები გაჰყვიროდნენ: „ბავშვი და მაღალი ხელოვნება შეუთავსებელია! ხელოვნება - გააზრებული ქმედებების რეზულტატიაო!“ ხოლო, აელიტას მხარე ჰყვებოდა ისტორიებს, როდესაც ცნობილი ხელოვანების ბავშვობის ნამუშევრები, მათი შედევრების შთაგონების წყარო გამხდარა.
„ერთხელ პიკასომ თქვა: ოთხი წელი საკმარისი იყო, იმისათვის, რომ მესწავლა ხატვა, როგორც ოსტატს, ხოლო მთელი ცხოვრება იმისათვის, რომ მეხატა, ისე როგორც ბავშვს“-ო ამბობს აელიტას მამა, მაიკლ ანდრე.
უაზრო ბრალდებებმა და მუდმივმა ახსნა-განმარტებებმა გოგონას მშობლები ძლიერ დაღალა. მათ შექმნეს სპეციალური ფონდი ,- აელიტას ფონდი, რადგან გოგონამ, როცა გაიზრდება, საკუთარ დანაზოგებს, თავად მიხედოს.
გოგონა უკვე 5 წლისაა და მას არაერთი მოწვევა აქვს, აელიტას გამოფენებს ძალიან ბევრი გალერეა ითხოვს. ამჟამად ის განიხილება, როგორც ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი მხატვარი ხელოვნების ისტპრიაში.
გოგონას გაყიდული 32 ნამუშევრის საერთო ღირებულება 800 ათას დოლარს შეადგენს.