არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველი“ მოგელაძის უწყებას, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"საზოგადოებრივი დამცველი" კონტროლის პალატისგან ითხოვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის სავარაუდო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის ნდობით აღჭურვილი პირების, მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას მცდელობის გამოძიებას.
From.ge “ საზოგადოებრივი დამცველის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველი” საქართველოს კონტროლის პალატას მოახდინოს მყისიერი რეაგირება 2012 წლის 14 მაისს ტელეკომპანია მაესტროს 21.00 სთ საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ნათლად ჩანს საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო კანდიდატის ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განხორციელებულ ქმედებებს, კერძოდ სამტრედიის სავარაუდო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტატის ნდობით აღჭურვილი პირები, როგორ ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას. ვთვლით, რომ აღნიშნული ქმედებით ადგილი გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, კერძოდ საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 164 ე მუხლით ,რომელიც ითვალოსწინებს: „ პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით“.
„საზოგადოებრივი დამცველი“ იმედს იტოვებს,რომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოახდენს ოპერატიულ რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრლის პალატის მიმართ გამყარდება საფუძვილანი ეჭვი მისი სუბიექტურობის შესახებ“,- ნათქვამია საზოგადოებრვის დამცველის საგანგებო განცხადებაში.