გუშინ, ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალის Entertainment –ის გარეკანზე რობერტ პატინსონისა და კრისტიენ სტიუარტის გოგონას პირველი ფოტო გამოჩნდა. ჟურნალმა გამოაქვეყნა პირველი ფოტოები, ვამპირების დღიურების შემდეგი სერიიდან, რომელშიც ვამპირების ბელასა და ედუარდის ულამაზესი გოგონა რენესმიც გამოჩნდა.
„ბინდი საგას“ ფანებმა, როგორც იქნა იხილეს წყვილის ქალიშვილი, რომელსაც 11 წლის დებიუტანტი მსახიობი მაკკენზი ფოი თამაშობს. ფოტოებზე გოგონა, გადაღებების პროცესში ჩანს, ჟურნალის გარეკანზე კი, ის თავის „კინო - მშობლებთან“ კრისტიენსა და რობერტთან ერთად პოზირებს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, „ბინდის“ ვარსკვლავებმა, რობერტ პატინსონმა და კრისტენ სტიუარტმა დაქორწინება გადაწყვიტეს. ინფორმაცი ამერიკულმა მედიამ წყვილის მეგობრებზე დაყრდნობით გაავრცელა. აქვე ცნობილი გახდა, რომ შეყვარებულები ქორწილის გოთურ სტილში აღნიშვნას აპირებენ.