მდიდარი ადამიანი, შეიძლება ნებისმიერი სახის ქონების მფლობელი გახდეს, მაგრამ არაფერია იმაზე მიმზიდველი, როცა საკუთარი კუნძული გაქვს. ეს ყველაზე საიმედო უძრავი ქონებაცაა და დიდი სიამოვნებაც. ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს აქვს, შესაძლებლობა თავს მსგავსი ფუფუნების უფლება მისცეს, ისინიც შანსს ხელიდან არ უშვებენ და უყოყმანოდ იხდიან დანაზოგებს კუნძულებში.
მოდი, გადავხედოთ ვის რა ქონება აქვს ოკეანეში...
ცნობილ ინგლისელ მომღერალ, რობი უილიამსს, აქვს საკუთარი კუნძული ჰავაიზე. სახელწოდებით - Pender. ეს კუნძული ბობ მარლის საყვარელი ადგილი იყო და მომღერალმა ის 2007 წელს შეიძინა.
ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი კი, სამხრეთ ბაჰამის კუნძულებზე, ფლობს კუნძულს Little Hall`s Pond Cay. 45 ჰექტარის ფართობის კუნძული ნამდვილ სამოთხეს ჰგავს, პალმებით, ექვსი პლიაჟით და სხვა ტროპიკული სილამაზეებით. მსახიობმა კუნძულში თავის დროზე 3,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.
მსოფლიოს ნომერ პირველ ავტომრბოლელ მიხაელ შუმახერს კუნძული საჩუქრად ერგო. მისი საკუთრება, 7 მილიონ დოლარად შეფასებული ხელოვნური კუნძული დუბაიში, ავტომბრბოლელს შეიხმა აჩუქა.
ამერიკელი მსახიობის, ნიკოლას ქეიჯის პირად მფლობელობაში შედის კუნძული რიფ ლისტი, ბაჰამის კუნძულებზე. მსახიობმა კუნძული 2006 წელს, 3 მილიონ დოლარად შეიძინა. კუნძულის ფართობია 40 ჰექტარი. ტროპიკული პალმებით, გრძელი ქვიშის პლიაჟითა და მტკნარი წყლით.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო ფლობს კუნძულს რიფ ბლასკადორე. მსახიობმა კუნძული 1,75 მილიონ დოლარად 2005 წელს შეიძინა.
კანადელი მომღერალ სელენ დიონს ეკუთვნის კუნძული მდინარეში, სახელწოდებით Île Gagnon, რომელიც კანადის პროვინციის კვებეგის შუაგულში მდებარეობს. საკუთარ კუნძულზე ცნობილ მომღერალს დაქირავებული პატრული იცავს.
მსოფლიოს ნომერ პირველი ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი ფლობს კუნძულს ბაჰამის კუნძულებზე - Musha Cay. კუნძული 150 ჰექტარის მიწის ფართობისგან შედგება და მისი დაქირავება კვირაში 325 ათას დოლარად შეიძლება. ილუზიონისტს ეკუთვნის კიდევ 4 კუნძული სამხრეთ ბაჰამში რომელიც 50 მილიონ დოლარად აქვს შეძენილი.
ოქროს გლობუსის მფლობელ ამერიკელ კომიკოს ედი მერფის აქვს საკუთარი კუნძული ბაჰამის კუნძულებზე, სახელწოდებით Rooster Reef. ედი მერფი ჰოლივუდის, ერთ-ერთი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. მან ეს კუნძული 2007 წელს, 15 მილიონ დოლარად შეიძინა.
ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი მელ გიბსონი ფლობს ფიჯის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულს მაგო. ეს კუნძული, ერთ-ერთი, ყველაზე დიდი კუნძულია მსოფლიოში. მისი ფართობი 5400 ჰექტარს შეადგენს. გიბსონმა ის 2005 წელს, 15 მილიონ დოლარად შეიძინა.
პუერტორიკოელი მომღერლის რიკი მარტინის პირად საკუთრებაშია კუნძული ბრაზილიაში, სახელწოდებით ანგრა-დუს-რეისა. მომღერალმა კუნძული, სამკურნალო ჰაერით, 2008 წელს 6 მილიონ დოლარად შეიძინა.
ლათინოამერიკელ მომღერალ შაკირას, კი აქვს კუნძული ბოონდი, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე მდებარეობს. მომღერალმა 700 ჰექტარის ფართობის კუნძული, 16 მილიონ დოლარად შეიძინა.