არსებობს თუ არა დღეს ორი ევროპა?

არსებობს თუ არა დღეს ორი ევროპა?

Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოთქვამს მოსაზრებას  ევროკავშირის დაშლის შესახებ, რადგან მდიდარ ევროპას აღარ სურს და აღარ შეუძლია ღარიბი ევროპის რჩენა. ბრიუსელის  უნივერსიტეტის პოლიტოლოგი პასკალ დელვი მოსაზრებას ევროკავშირის ორ ნაწილად-ღარიბ და მდიდარ ევროპად დაყოფას დღეისთვის არარეალურს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ დღეს ორი ევროპა რეალურად არსებობს.

„ევროკავშირში, რომელშიც 27 ქვეყანაა გაერთიანებული, შეინიშნება განვითარების სხვადასხვა დონე. გარკვეული ქვეყნები მონაწილეობენ პროექტებში, დანარჩენი ქვეყნები ვერა. ჩემი მოსაზრება შემიძლია ორი მაგალითით დაგიდასტუროთ.  ევროს ვალუტა არ არის აუცილებელი ყველა ევროკავშირში შემავალი ქვეყნისთვის არსებობდეს და კიდევ ე.წ შენგენის ვიზების არსებობა, რომელსაც ევროპის ყველა ქვეყანა არ შეერთებია.

ხომ არ შეიძლება დღევანდელი ევროპა უკვე გავყოთ ორ ნაწილად- მდიდარ და ღარიბ ევროპად? რა თქმა უნდა ამ მოსაზრების განხორციელებას არავინ დათანხმდება, თუმცა რეალურად დღეს ეს ასეა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ ირლანდია და ესპანეთი ერთ-ერთ მდიდარ და მოწესრიგებულ ქვეყნებად ითვლებოდნენ, ირლანდიაზე კი საერთოდ აღმატებით ხარისხში საუბრობდნენ.  თუმცა დღეს სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია, ორივე ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ეკონომიკურმა კრიზისმა სიტუაცია ევროპის სხვა ქვეყნებშიც შეიძლება შეცვალოს, თუმცა, მაინც არსებობს დღეს ორი ევროპა-მდიდარი და ღარიბი, თუმცა იმის შანსებიც მცირეა, რომ ევროპა სწორად ორ კავშირად-მდიდარ და ღარიბ კავშირად გაიყოს“,-წერს პოლიტოლოგი.