გურამ ჩახვაძე ლაზიკამ მოხიბლა

გურამ ჩახვაძე ლაზიკამ მოხიბლა

ედპ-ის წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე ლაზიკას მშენებლობას მხარს უჭერს. ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გურამ ჩახვაძემ ლაზიკას შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს გააკეთა.  

„მე, ჩემი კოლეგებისგან ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ლაზიკის აშენებას. მთავარი საქმე ორგანული კანონის მიღების შემდეგ იქნება, რომელმაც უნდა განსაზღვროს ლაზიკას სტატუსი“, - აღნიშნა ჩახვაძემ.

ედპ-ის წევრის შეფასებით, ლაზიკას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთა ექნება.

„ეს არ იქნება რომელიმე უცხო ქვეყნის ან უცხო მოქალაქეების მიერ ჩვენი ტერიტორიის მიტაცება. იმიტომ რომ ქალაქის სტატუსი გულისხმობს თვითმმართველობას და ამ თვითმმართველობას ჩვენი მოქალაქეები დააკომპლექტებენ. ბუნებრივია, ეს სტატუსი განსაზღვრავს გარკვეულწილად ავტონომიას,  ეს იქნება თვითმმართველობა რომელსაც  უფლება ექნება მიიღოს თავის ნორმატიული აქტები და ეკონომიკური საქმიანობისთვის უფრო მეტი თავისუფლება, -  აღნიშნა გურამ ჩახვაძემ.

მან მაგალითად ჰამბურგი დაასახელა. მისი თქმით, გერმანიას კარგი გამოცდილება აქვს ჰამბურგის სახით, სადაც მოქმედებს ადგილობრივი კონსტიტუცია და მას მართავს ე.წ. პრეზიდენტი, რასაც შეიძლება ქალაქის თავიც ეწოდოს.