რამდენი ხალხია „მილიონიანი მარშის“ აქციაზე-100 000 თუ 18 000?

რამდენი ხალხია „მილიონიანი მარშის“ აქციაზე-100 000 თუ 18 000?

„მილიონიანი მარშის“ მონაწილეები, რომლებიც კინოთეატრ „პუშკინთან“ შეიკრიბნენ, სახაროვის პროსპექტს უახლოვდებიან.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, სახაროვის პროსპექტზე მიტინგი 15:00 საათიდან 16:00 -მდე გაიმართება, რის შემდეგაც ანსამბლ „აგატა კრისტის“ სოლისტი გლებ სამოილოვი და რეპერი Noize MC კონცერტს ჩაატარებენ. აქცია 18:00-სთვის დამთავრდება.

მოსკოვის პოლიციის განცხადებით, „მილიონიანი მარშის“ აქციაში მონაწილეობას 18 000-მდე ადამიანი იღებს, ხოლო სააგენტო Agence France-Presse-ი ოპოზიციონერი ლიდერის სერგეი უდალცოვის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიტინგში 100 000 ადამიანი მონაწილეობს.

შეგახსნებთ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი  სერგეი უდალცოვი, გუშინ მის ბინაში ჩატარებეული ჩხრეკის შემდეგ, დღეს მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტში  12 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, „მარცხენა ფრონტის“ ლიდერი დანიშნულ ადგილზე არ მივიდა და აქციას ზუსტად 12 საათზე შეუერთდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, უდალცოვს ძალის გამოყენებით საგამოძიებო კომიტეტში არ მიიყვანენ.