"ევრობარომეტრის" საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა და გაწყობები საქართველოში - სოციოლოგიური გამოკითხვით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა წლიურად 17%-ით შემცირდა. 9%-ით არის შემცირებული და 60%-ს შეადგენს იმ მოქალაქეების რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კარგია. ამავე კვლევით, 51% ეროვნული მთავრობის ნდობისკენ იხრება, 44 კი უნდობლობისკენ.
შედეგებს თბილისში აფასებენ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირისადმი ნდობის შემცირება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების შედეგია.
“როდესაც შენს მიმართ განხორციელებულია ასეთი შეტევა, ხშირ შემთხვევაში უტიფარი რეზოლუციები, რომლებიც მიიღო, მაგალითად, ევროკავშირმა და კიდევ რაღაცას გეგმავს, რასაკვირველია, საზოგადოებას ეჭვებს უჩენს და ამაში საქართველოს ხელისუფლების დანაშაული ბრჭყალებში ნამდვილად არ არის. საქართველოს ხელისუფლებას არც საგარეო კურსი შეუცვლია და, რასაკვირველია, ვერც არჩევნები ვერასდროს ვერ გაყალბდება, როდესაც ელექტრონულ არჩევნებზეა საუბარი. ამ რეალობაში, როცა იცი, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლო შემოტევა, რომელიც ბოლო პერიოდში გვესმის, რა საკვირველია საზოგადოებას გარკვეული სკეპტიციზმი უჩნდება“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.