ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მოსკოვში ჩადის ოპოზიციონერთა ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მოსკოვში ჩადის ოპოზიციონერთა ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მოსკოვში გუშინ ოპოზიციონერთა ბინებში ჩატარებული ჩხრეკის გამო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განუცხადა.

„ოპოზიციონერთა ბინების ჩხრეკა, 5 მაისს მოსკოვში გამართული დემონსტრაციის შემდეგ რამდენიმე პირის დაკავება, ახალი კანონი, რომელიც დისპროპორციულ ჯარიმებს აწესებს დემონსტრაციების დროს წესების დარღვევასთან დაკაშირებით, აგრეთვე ოპოზიციის ლიდერების მიტინგის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაკითხვაზე გამოძახება პროკურატურის მიერ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ტომ მელია მომხდართან დაკავშირებით მოსკოვში 13-14 ივნისს  ჩასვლას გეგმავს, მანამდე კი ეს საკითხები ჩვენ აქ,. მოსკოვის მხარეთან განვიხილეთ“,-განაცხადა ნულანდმა.

გუშინ მოსკოვის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერები ალექსეი ნავალნის, სერგეი უდალცოვის და ილია იაშინის, აგრეთვე ცნობილი ტელეწამყავნის ქსენია სობჩაკის  ბინებში. ოთხივე ზემოთაღნიშნული პირი დღეს გამოძახებულია პროკურატურაში.