უსახური ავტოფარეხების ნაცვლად ახალი სპორტული მოედანი შენდება

 უსახური ავტოფარეხების ნაცვლად ახალი სპორტული მოედანი შენდება

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან მულტიფუნქციურ სპორტულ მოედანს აშენებს. 

გასული წლიდან დღემდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე 54 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, სპორტული მოედნის მშენებლობა გადაწყდა. 

მოედანი მულტიფუნქციური და სპორტის სხვადასხვა სახეობაზე იქნება გათვლილი. 
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

სპორტული მოედნის მშენებლობისთვის 295 000 ლარია გათვალისწინებული. 

პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.