აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა

აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა

აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი  დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს  ეწვევა. ბრიჯიტ ბრინკი  ილიას უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან შეხვედრისას 2011 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს. 

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში 24 მაისს გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ–ის კონგრესს აღნიშნულ ანგარიშს ყოველწლიურად უგზავნის. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვანი ნაწილია აშშ–ის ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა პატივისცემას მთელ მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ, აგრეთვე მშრომელთა იმ უფლებებს ეხება, რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია ჩადებული