დიდუბის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, დაზიანებული ელემენტების აღდგენა სამ მისამართზე - დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსთან, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-15 კორპუსთან და თევდორე მღვდლის ქუჩის N48-ში მიმდინარეობს.
სამუშაოებისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი.
რეაბილიტაციის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.