„წესრიგი მოაქვს სამართალს და სამართლიანობას. უსამართლობითა და ძალმომრეობით დამყარებული წესრიგი ერთ მოძალადეს მეორით ცვლის. ქუთაისი ხომ ის ქალაქია, სადაც ხალხმა თავის თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კრიმინალური კლანებისა და კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. და იქვე დასძინა, რომ ეს დრო სრულიად საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: ეს დრო არც ამ ქალაქში და არც სრულიად საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი „ქურდად მომჯდარმა“ ხელისუფალმა ჩაანაცვლოს.
კრიმინალების მძლავრობის დროს პატიოსან მოქალაქეს იმის იმედი მაინც რჩება, რომ სახელმწიფო ადრე თუ გვიან მოძლიერდება და აღკვეთს უკანონობას, მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით საშიში და დამანგრეველია ქვეყნისთვის.
დიახ, ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი!- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
1030
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85