ბიძინა ივანიშვილი:  გპირდებით, რომ მთელ საქართველოს ზუსტად ისე დავაყენებთ ფეხზე, როგორც დღეს ქუთაისი დგას

ბიძინა ივანიშვილი: გპირდებით, რომ მთელ საქართველოს ზუსტად ისე დავაყენებთ ფეხზე, როგორც დღეს ქუთაისი დგას

 

"ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ხელისუფლებამ, რომ დღევანდელ დღეს ვერ შევკრებილიყავით, თუმცა ეს მოხერხდა და მე მჯერა, რომ ჩვენ ვეღარაფერი შეგვაჩერებს. მე გპირდებით, რომ მთელ საქართველოს ზუსტად ისე დავაყენებთ ფეხზე, როგორც დღეს ქუთაისი დგას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში  „ქართული ოცნების“   აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს -  ქუთაისში პარლამენტის შენობის ჩამონგრევისას გარდაცვლილი მუშის ხსოვნას.

 27 მაისი აქცია წუთიერი დუმილით დავიწყეთ და სამწუხაროა, რომ დღევანდელი აქციაც ასე უნდა დავიწყოთ. სააკაშვილის ახირებების გამო კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული მუშის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ რამდენიმეწლიან პროქტებს საათებში აშენებენ. მანამდე იყო მემორიალის დანგრევა, რომელსაც კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეწირა. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველომ ძეგლებთან ბრძოლაში წააგო.

მე გპირდებით, რომ დღეიდან ჩვენ თანამებრძოლები ვართ და გამარჯვებამდე თქვენთან ერთად ვიქნები. ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს საქართველოს  სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ შეაჩეროს. ჩვენ ყოველ დღე გვესმის, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან დაიწყო და საქართველოში მანამდე კარგი არაფერი ხდებოდა, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ისტორიის გადახაზვით ქვეყანა წინ წავა, ძალიან ცდება. ქუთაისმა საქართველოს გაერთიანებში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა", - განაცხადა ივანიშვილმა