საფრანგეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას ივლისში დაიწყებს

საფრანგეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას ივლისში დაიწყებს

საფრანგეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას ივლისში დაიწყებს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გააკეთა.

საფრანგეთის პირველმა პირმა ეს გადაწყვეტილება ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 4 ფრანგი სამხედროს გარდაცვალების შემდეგ გაახმიანა.

ავღანეთიდან ფრანგული სამხედრო კონტინგენტის 2012 წლის ბოლომდე გამოყვანა  ოლანდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამის შესახებ განცხადება მან ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტზეც გააკეთა, თუმცა კონკრეტულად როდიდან დაიწყებოდა სამხედროების გამოყვანა, ამ დრომდე უცნობი იყო.