ბიძინა ივანიშვილი:  ეს მოძალადე კაცი უნდა მოვიცილოთ და ერთი კაცის იდეოლოგიაზე უარი უნდა ვთქვათ

ბიძინა ივანიშვილი: ეს მოძალადე კაცი უნდა მოვიცილოთ და ერთი კაცის იდეოლოგიაზე უარი უნდა ვთქვათ

"მე ძალიან ბევრს ვიტან. თუკი რამეა ჩემს ირგვლივ, ყველაფერს მიადგნენ, ყველას დაპატიმრებას ცდილობენ. მათ ორგანიზაციები აღარ ჰყოფნით და უკვე გვარებზე გადავიდნენ. ტოტალურად ცდილობენ, რომ როგორმე შეაჩერონ ივანიშვილი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ. მე ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება", - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა  ივანიშვილმა  ტელეკომპანია "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ივანიშვილის თქმით, მას სურს თითოეულმა მოქალაქეებმაც ამ პერიოდში მცირე ხასიათის შეურაცხყოფები აიტანონ.

"მე ყველაფერს ამას ვაცნობიერებ, გაგებით ვღებულობ და მინდა საქართველოს მოსახლეობამაც ნახოს, რომ მე ამას ვიტან, მცირე შეურაცხყოფები თითოეულმა თქვენგანმაც აიტანეთ. ეს მოძალადე კაცი უნდა მოვიცილოთ და ერთი კაცის იდეოლოგიაზე უარი უნდა ვთქვათ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 10 ივნისს, 18:00 საათზე ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქცია გაიმართება.