საინფორმაციო სააგენტო Apa.az-ის ინფორმაციით, წუხელ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გუშინ საღამოს 20:00-დან დღეს დილის 08:00-მდე სომხეთის მხრიდან რამდენჯერმე განმეორდა სროლები ყველა მიმართულებით. აზერბაიჯანის მხრიდან არავინ დაშავებულა. საპასუხო სროლების შედეგად სომხეთის მხარემ ცეცხლის გახსნა შეწყვიტა.